თეგებით ძიება

პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი თვითმფრინავით გადაიყვანოს და უმკურნალონ - რა განუცხადეს გიული ალასანიას პოლონეთის საელჩოში?

პოლონეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად თვითმფრინავი გამოყოს და სათანადო მკურნალობის კურსი უზრუნველყოს, - ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დღეს პოლონეთის საელჩოში მიაწოდეს.

"მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის", - აცხადებს გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამჟამად მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივა მედში" გადის. ოჯახი და თანაგუნდელები მიხეილ სააკშვილის უცხოეთში გადაყვენას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა