თეგებით ძიება

"საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში" - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში.

"საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ჟურნალისტებთან, ასევე, განაცხადა რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქალ პოლიტიკოსებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

"ეს იყო დრო, როდესაც ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი. ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი“, - დასძენს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა