თეგებით ძიება

"თუ პენიტენციური ჩათვლის საჭიროდ, რომ დაბრუნდეს სააკაშვილი რუსთავში, დააბრუნებს" - კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ექსპრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია და სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.

"არის ჩვეულებრივი პატიმარი, მას აქვს 6 წელი მისჯილი, რაც აუცილებლად მოუწევს, რომ მოიხადოს, სხვა დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება. ის ამ დროისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში, ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა პენიტენციურმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ, რომ დაბრუნდეს რუსთვშიი დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა