თეგებით ძიება

"იქნებ ჟიურის იმ წევრებისთვის ბოდიში მაინც მოგვეხადა... არაფერშუაში ყოფილა ხალხი..." - მანანა მანჯგალაძე

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე ევროვიზიის ჟიურის წევრების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რა ვიცი იქნებ ჟიურის იმ წევრებისთვის ბოდიში მაინც მოგვეხადა... არაფერშუაში ყოფილა ხალხი... რანაირად ვიცით, ყველაფერში ასე ვართ ჩავდებთ მიწაში, გამოვაცხადებთ მკვლელად დამნაშავედ, ყაჩაღად, გამყალბებლად, მოღალატედ ... უდონოდ, არაპროფესიონალად, უვიცად ..მერე აღმოჩნდება რომ არ ყოფილა. და ამაზე არავინ არასდროს ხმას არ იღებს..და რჩება ის ადამიანი მთელი ცხოვრება ასე დამღით", - წერს მანჯგალაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მაყურებელმა უკრაინას უმაღლესი, 12 ქულა მიანიჭა, ეროვნულმა ჟიურიმ კი მხოლოდ 6. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს.

ვრცელდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადება, რომელშიც 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ჟიურის ქულების გაუქმებაზეა საუბარი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა