თეგებით ძიება

6 ქვეყნის ჟიურის შედეგები გაუქმდა - "ჩაწყობა" ევროვიზიაზე, რომელშიც საქართველო ფიგურირებს?

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროვიზიაზე საქართველოს ჟიურისწევრების მიერ უკრაინისთვის მინიჭებული ქულების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

ვრცელდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადება, რომელშიც 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ჟიურის ქულების გაუქმებაზეა საუბარი.

"ნოტარიულად დამოწმებულ ევროვიზიის ქულებზე ასეთი განმარტება გაკეთდა EBU-ს მხრიდან.
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 6 ქვეყნის ჟიურის შედეგები გაუქმდა - ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, საქართველო, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სან მარინო.

ამიტომ არ ჩაერთო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ლაივში, ქულების გამოცხადებისას - ევროვიზიაზე ჩვენი ჟიურის დაწერილი ქულები არ გამოცხადებულა - გამოცხადდა ევროვიზიის მიერ გადაანგარიშებული ქულა.

საქმე ეხება მეორე ნახევარფინალში ამ ექვსი ქვეყნის მიერ სავარაუდოდ წესების დარღვევით ხმების მიცემას, რის გამოც, როგორც ნახევარფინალის, ისე ფინალის მათ მიერ დაწერილი ქულები გაუქმდა და კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა მსგავსი voting pattern-ის მქონე ქვეყნებიდან აიღეს ქულები და ის ქულები გამოაცხადეს საქართველოს მიერ დაწერილ ქულებად.

ტაში, ფარდა
PS: ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ აზერბაიჯანს მოელაპარაკა ეს 6 ქვეყანა ქულების დაწერის ამბავში და ზოგადად, აზერბაიჯანის მოხვედრა ფინალში ამ მანიპულაციის შედეგიაო", - წერს დავით ცირამუა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მაყურებელმა უკრაინას უმაღლესი, 12 ქულა მიანიჭა, ეროვნულმა ჟიურიმ კი მხოლოდ 6. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა