თეგებით ძიება

ცესკო საზღვარგარეთ დამატებით უბნებს არ გახსნის - სააპელაციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ცესკო საზღვარგარეთ დამატებით უბნებს არ გახსნის, - საბოლოო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. უმაღლესმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამოქალაქო სექტორის, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის  სარჩელები.

სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში განხილვას აღარ ექვემდებარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში და თბილისი სააპელაციო სასამართლოშიც სულ სამი სარჩელი შევიდა. უმაღლესმა ინსტანციამ სამივე სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა