კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღით ემუქრება
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ თუ ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება, ფხენიანი უყოყმანოდ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მწვავედ გააკრიტიკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„თუ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, სეულისა და კორეის რესპუბლიკის [სამხრეთ კორეის ოფიციალური სახელწოდება] მუდმივი არსებობა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ინმა.
კიმ ჩენ ინის კომენტარი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს“ და მეზობელ ქვეყანას სეული, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან მტკიცე პასუხს დაჰპირდა.