თეგებით ძიება

მიმაჩნია, რომ აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია - EU-ის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".

"უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე ავირჩიეთ.

მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რადგან უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ჩვენთვის, ყველასთვის - ისინი იბრძვიან წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის.

თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდების შესახებ - მიმაჩნია, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი.

უკრაინელი ხალხის თავგანწირვის წყალობით ჩვენ გვაქვს მშვიდობა საქართველოში, ევროკავშირში - მათ ჩვენი უდიდესი პატივისცემა ეკუთვნით". - თქვა ჰერჩინსკიმ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა