თეგებით ძიება

"აბა თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნებ" - ნიკა გვარამიას პირველი რეაქცია განაჩენის გამოცხადების შემდეგ

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"აბა თქვენ იცით!

დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს ნიკა გვარამია.


შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა