თეგებით ძიება

"ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია მთავარი გახდება აზოვსტალი" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა - ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟუნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.

"ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია მთავარი გახდება აზოვსტალი. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!
და თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა", - წერს ჟუნალისტი.





შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა