თეგებით ძიება

"სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ჩმორების კანტორაა" - გიგი უგულავა

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა - ამ ფაქტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ეხმაურება.

"კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც. პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს - პუტინის რუსეთში. ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.


შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა