თეგებით ძიება

“ჩემთვის გვარამია ურჩხულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ცირკია” – ოთარ ფანცულაია

"დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი, ოთარ ფანცულაია სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"გვარამია ან სძულთ, ან უყვართ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რეაქციებიც შესაბამისია - ვისაც სძულს უხარია, ვისაც უყვარს გაბრაზებულია.
ჩემთვის გვარამია ურჩხულია, მაგრამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივი პოლიტიკური ცირკია.

P.S.იმდენად სულელური მიზეზით იჭერთ, რომ ახლა მთელი დასავლეთისგან ლექციების მოსმენა მოგიწევთ დემოკრატიის პრინციპების დარღვევების, დამოუკიდებელი მედიის და ოპოზიციური აზრის პოლიტიკური დევნის დაუშვებლობის შესახებ. მერე უნდა გადმოდგეს ქო-ს მხარდამჭერი და აგინოს დასავლეთს. ისევ დაიწყება მოწოდებები რევოლუციისკენ, შურისძიებისკენ, ხოლი ვიდრე კრემლში გაცინებას მოასწრებენ, იქამდე ციხიდანაც გამოუშვებენ.
და აზრი ამ ყველაფრის?", - წერს ოთარ ფანცულაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა