თეგებით ძიება

"შემდეგი ნაბიჯია პოეტების დაჭერა უსაქმურობისათვის, ფერმერების განკულაკება სიმდიდრისათვის" - გივი თევზაძე

პოლიტოლოგი, გივი თევზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მეგობრებო,
თქვენ კარგად მიგაჩვიეს იმას, რომ საქართველოში მორალურ გადაცდომაზე, მორალურად გაუმართლებელ საქციელზე, მორალური ვალდებულების შეუსრულებლობაზე შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა.
პრეზიდენტ სააკაშვილის მაგალითზე კარგად დაგამუშავეს. შეგაგუეს იმ აზრს, რომ თუ ვინმეს საქცელი არ მოგწონთ, მერე რა, თუ არ არის უკანონო (მაგ. პრეზიდენტის მიერ დამნაშავის შეწყალება), ის შეიძლება იჯდეს ციხეში და სისხლის სამართლის კოდექსით აგოს პასუხი.
ჰოდა ახლა შემდეგი ნაბიჯი გადადგეს და გვარამია ჩასვეს "არასწორ საქციელზე": ვერავინ ვერ იპოვა სისხლის სამართლის დანაშაული, ისევე, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში. მაგრამ ჩასვეს. მორალური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
ამის შემდეგი ნაბიჯია პოეტების დაჭერა უსაქმურობისათვის, ფერმერების განკულაკება სიმდიდრისათვის და ინტელექტუალების დაპატიმრება სხვაგვარად მოაზროვნეობისათვის.
არ გჯერათ, ხომ?
არც გვარამიას დაჭერის გჯეროდათ", - წერს თევზაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა