ის ზამბარა, რომელსაც ივანიშვილი წელავს ცხვირში მოხვდება – გიგი უგულავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გავარმიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
“ივანიშვილი უკვე ღიად პუტინის რუსეთისკენ მიგვაქანებს და ამისთვის ყველაზე მთავარი არის დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება. როგორც კი ტელევიზიებს მოაშთობ, აბსოლუტურად ნომინალური ხდება პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა, როგორიც არის რუსეთში. დაირაზმება ხალხი? მაშინ ის ზამბარა, რომელსაც ივანიშვილი წელავს მოხვდება ცხვირში. არ დაირაზმება და ცხვირს ფარასავით შევყვებით “კრასნოდარის კრაიში”.
ვისაც სჯერა სააპელაციო სასამართლოსი პირწავარდნილი იდიოტია. ამიტომ გამოვფხილდეთ, მივდივართ რუსეთისკენ. ივანიშვილი არის ბნელეთის მხარეს და ქვეყანასაც სწორედ აქეთკენ მიაქანებს. . ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?”, – აცხადებს უგულავა.