თეგებით ძიება

სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე - კარლ ჰარცელი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა "მთავარი არხის" გენდირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს.

“დღეს, საქართველოში მთავარი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გენერალურ დირექტორს (და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს), ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლის საფუძველზე.

ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის (amicus curae) მოსაზრებაში.

სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მის მიმართ ნდობისა განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით – ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს”,- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა