თეგებით ძიება

"ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან ანტიევროკავშირი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება და იმ ხალხს მიმართავს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის.

"ეს ადამიანები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად: ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა.

სწორედ ნაციონალური მოძრაობა, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, სამართლის უზენაესობის გარეშე კი ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს" - თქვა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა