თეგებით ძიება

გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა - ნიკა მელია

"ნააციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მნიშვნელოვანია ფუნქციონირება განაგრძოს "მთავარმა არხმა".

"შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს. აქციები იქნება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები "ქართული ოცნებისთვის,"- აცხადებს მელია.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებლის და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედია მენეჯერები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა