თეგებით ძიება

"ავტოავარიაც იყო, ეს არაა დასამალი, მსხვერპლიც იყო..." - რას ამბობს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე?(ვიდეო)

მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხეში გაშვების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ის ავტოსაგზაო შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და დამატებითი კითხვებისთვის საგამოძიებო უწყებასთან გვამისამართებს.

"მე არც დამიმალავს, არც სხდომაზე, ზაზა გველესიანი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ახლაც ვმეგობრობთ.

ავტოავარიაც იყო, ეს არაა დასამალი, მსხვერპლიც იყო...მეც ვარ ისეთივე მონაწილე მოწმის სტატუსით იმ გამოძიებაში, როგორც სხვა.

6 წელია ჩემი ძმა საზღვარგარეთაა და ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა", - ამბობს მოსამართლე ჩხიკვაძე "მთავარ არხთან".




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა