თეგებით ძიება

"ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ამის მიუხედავად არავის დაჭერა არ მიხარია" - კალაძე გვარამიაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"კონკრეტული დანაშაული სახეზე გვაქვს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი შეეფარდა. ძალიან ბევრი განცხადება მომისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ამ ადამიანისგან მოდიოდა, ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არავის დაჭერა არ მიხარია. კონკრეტული საქმე იყო, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და შედეგი მივიღეთ“, - აცხადებს კახა კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა