თეგებით ძიება

"პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო" - ემზარ კვიციანი

“ალიას” ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი ესაუბრა. კვიციანმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს მტრებს სურთ, რუსეთთან ჩვენ ქვეყანას მტრული დამოკიდებულება ჰქონდეს.

"ვიცი ისეთი რაღაცა, რომ ჩვენ შეგვაცდინეს – რუსებიც, ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც, შეგვაცდინეს და დაგვახოცინეს ერთმანეთი. არა მგონია, რომ პუტინი შემხვდეს და თუ შემხვდა, ალბათ, თვითონაც იტყვის, რომ მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს მართლმადიდებელი ძმები", - განაცხადა კვიციანმა.

მან უკრაინა რუსეთის ომზე დასმულ შეკიტხვას ასე უპასუხა: "მე საერთოდ რამდენი დღეა ტელევიზორს არ ვრთავ, ფეისბუკზე რომ დაიდება კონკრეტული, იმას ვუყურებ, ტელევიზორი საერთოდ არ ირთვება ჩემ სახლში დაახლოებით 2007 წლიდან. ეს ტელევიზიები არიან უმეტესი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, თუნდაც კოვიდზე აიღეთ… ყველა ექიმი, ვინც იძახის კოვიდი მომაკვდინებელია, არის მოღალატე, ჩემთვის პირადად, რაც მე კოვიდის ისტორია ვიცი, სამჯერ მაქვს გადატანილი. პირველი გადავიტანე მძიმედ, იმიტომ, რომ წავედი კლინიკაში, დანარჩენი იოლად. კიდევ ერთხელ გეტყვით, მხოლოდ პუტინს ნუ ჩამოვკიდებთ ყველაფერს, თუ პუტინი მასონების მოყვანილი არაა და მასონების დავალებას არ ასრულებს, ე.ი. პუტინი კარგ შედეგს დადებს, მაგრამ თუ მასონების მიერ დაყენებულია და იმათ დავალებას ასრულებს, მაშინ შედეგი იქნება გამანადგურებელი ჩვენი ქვეყნის", - განაცხადა კვიციანმა.

ინტერვიუ ჩაწერილია და გაზეთ “ალია”–ში დაიბეჭდა, რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თებერვლის ბოლოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა