თეგებით ძიება

"არა მგონია, რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება“ - ანდრია ჯაღმაიძე გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს ჟყნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა საპატრიარქო, მიმართოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა:

"არა მგონია, რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გუშინ, 16 მაისს, 3 წელი და 6 თვე მიესაჯა. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა