თეგებით ძიება

რუსეთი, შესაძლოა, საქართველოს თავს დაესხას - რას აცხადებენ ამერიკელები?

უკრაინაში ბლიცკრიგის ჩავარდნის და გაწელილი ომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, თავს საქართველოს დაესხას, რათა თავის ხალხს რაღაც გამარჯვება მაინც აჩვენოს. ამის შესახებ ამერკელმა მეცნიერმა, ლინკოლნ მიტჩელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

”საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არის შეშფოთება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა ერთმა დეპუტატმა მითხრა, რომ მას ეშინოდა, თუ პუტინი სწრაფად გაიმარჯვებდა უკრაინაში, შემდეგი საქართველო იქნებოდა. მაგრამ რამდენიმე მეცნიერმა და აქტივისტმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიჭედება, მას სადმე სწრაფი გამარჯვება დასჭირდება და ის შესაძლოა საქართველოშიც გადმოვიდეს“, - თქვა ამერიკელმა მეცნიერმა ლინკოლნ მიტჩელმა, რომელიც თბილისს ეწვია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი პუტინის ბრძანებით უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი 2008 წელს იყო. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა