თეგებით ძიება

"ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული" - Amnesty International

ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International-ი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპატიმრებას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

"ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც შექმნილია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ასევე სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომელიც უშუალოდ აკვირდებოდა სასამართლო პროცესს.

ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებაზე და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი2"-ის ყოფილი გენდირექტორი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამიას დღეს მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა