"მოსკოვი სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხზე ღონისძიებებს არ ატარებს“ - პესკოვი
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე მოსკოვი ამ ეტაპზე ამ მიმართულებით არანაირ ღონისძიებებს არ ატარებს.
შეკითხვაზე რამდენად დროულია ასეთი რეფერენდუმის ჩატარება, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს „რესპუბლიკის მოსახლეობის და მისი ხელმძღვანელობის საკითხია და ეს მათი აზრია“.
ცნობისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ 13 მაისს რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დაამტკიცა და დოკუმენტების პაკეტი დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს გადასცა. რეფერენდუმის ჩატარება 17 ივლისისთვის იგეგმება.