თეგებით ძიება

ახლა გვაჩვენებს „ნაციონალური მოძრაობა", ნიკა გვარამია უფრო უყვართ თუ მიხეილ სააკაშვილი - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, ოპოზიციის რადიკალური სპექტრი ყოველთვის ცდილობს გარედან გაიმყაროს ლეგიტიმაცია და შიდა პროცესებზე გარედან მოახდინონ ზეწოლა.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ვერ მოხდა აქციების მობილიზება, ნიკა გვარამია უფრო უყვართ თუ მიხეილ სააკაშვილი, ახლა გვაჩვენებს „ნაციონალური მოძრაობა. ქართული ოპოზიციის რადიკალური სპექტრი ვერ ახერხებს ამომრჩევლის მობილიზებას, იმ კრიტიკული მასის შექმნას, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლას უზრუნველყოფს და ამიტომ ისინი ყოველთვის დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ, ყოველთვის ცდილობენ გარედან გაიმყარონ ლეგიტიმაცია და გარედან მოახდინონ ზეწოლა შიდა პროცესებზე. ახლაც, ზუსტად ამ სქემის მიმდინარეობას და პროცესს ვხედავთ. კი ბატონო, გარედან ისინი შეეცდებიან, თუმცა 2017 წელსაც მიტაცებული „რუსთავი 2“-ის მიტაცებაზე, როდესაც ამაზე დიდი ხმაური იყო ატეხილი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი. დაველოდოთ სამართლებრივ პროცესებს და შედეგებს, ვინაიდან ჩვენ ეს სცენა ერთხელ ნანახი გვაქვს და აღმოჩნდა მთელი სცენარი ყალბი ტყუილი და უსამართლო და მე დარწმუნებული ვარ, მეორე სერიაშიც არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ექნება", - განაცხადა დავითულიანმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა