თეგებით ძიება

დაარღვია თუ არა რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე? - თავდაცვის სამინისტრო განმარტავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, იმასთან დაკავშორებით, თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია და აცხადებს, რომ ის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას.

"აღნიშნული მი-24 და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან.
თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმიურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა