თეგებით ძიება

"ხელის მუხრუჭის ამოწევით შემოგვატრიალეს და მივყავართ უკან ტოტალიტარიზმში" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ტოტალიტარიზმში გადადის.

"ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ ტოტალიტარიზმში ანუ სახელმწიფოში, რომელშიც ყველა უნდა გავხდეთ ერთნაირი – ყველას ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ბიძინა ივანიშვილი, ყველას ერთნაირად უნდა გვეზიზღებოდეს მიხეილ სააკაშვილი, ყველა ერთნაირად გუნდრუკს უნდა უკმევდეთ „ქართულ ოცნებას“, მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ, ეს არის ჩვენი მომავალი თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ.როდესაც იჭერენ ჟურნალისტებს და ოპოზიციურ არხებს კეტავენ და მეთოდურად ახრჩობენ განსხვავებულ სიტყვას, ვერასდროს ამ სისტემაში ოპოზიცია რომელიმე პატარა ერთეულსაც კი ვერ გააკონტროლებს. აქ უკვე რაიმეს ახსნა სხვანაირად, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად, ხელის მუხრუჭის ამოწევით შემოგვატრიალეს და მივყავართ უკან, საქართველოს სსრ-ში. “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა