თეგებით ძიება

"გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას“ - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველოზე საუბრისას სანქციების აღსრულებაზე და ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაზე ვისაუბრეთ, სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, ვისაუბრეთ ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზეც, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სფეროში.

ევროკავშირი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე სრული ანგარიშვალდებულებით, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა აქვთ და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან.

დიახ, ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაეროში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ, ასევე, გთხოვთ სანქციების აღსრულებას რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა