თეგებით ძიება

შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, სიმბოლურია ამ მთავრობის დროს მისი დაბრუნებაც - ბესიკ დონაძე

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნებას, "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძეეხმაურება.

“ივანიშვილის რეჟიმის დროს ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნება არის ლოგიკური, მანამდე დაბრუნდა კვიციანიც. ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, ხოლო დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის რეჟიმიც კორუფციულია, მამალაძე არის მათი სხეულის ნაწილი", - ამბობს დონაძე.

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე 19 წლის შემდეგ, საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლით ჩამოვიდა.

ცნობისთვის, ლევან მამალაძეს 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედებოდა და 2006 წელს, თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა