თეგებით ძიება

"ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭვირვალე და რთული პროცედურა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭვირვალე და რთული პროცედურა წარდგენილი, როგორც საქართველოშია.

"გამჭვირვალობას რაც შეეხება, ჯერ იუსტიციის საბჭოში ლაივსტრიმით გადაიცემოდა კონკრეტული პროცესი, კითხვები, პასუხები, ყველაფერი. პარლამენტში როცა გადმოვიდა აქაც პირდაპირ ეთერში შეეძლო მთელ საზოგადოებას არა მარტო თვალყური ედევნებინა, იურიდიულმა კომიტეტმა მიიწვია აბსოლუტურად ყველა სუბიექტი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, ენჯეოები და ა.შ., რომ კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის.

სად არის აქ გამჭვირვალობის დეფიციტი? ამას ვამბობთ ზუსტად, რომ შესაბამისად, არის ნული ფაქტები, ცარიელი ზეპირი საუბარი. ჩვენ როდესაც განვიხილავთ რეფორმის პროცესს, დაგვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები და არა ზეპირი საუბარი. ფაქტების და მტკიცებულების საფუძველზე თუ მივიღებთ სამართლიან შენიშვნებს, რა თქმა უნდა ამის საფუძველზე გატარდება კონკრეტული რეფორმები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა