თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ის მენტალურად ვერ იტანს საქართველოში ყოფნას - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ პატიმრის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრების სურვილის გამო შეიცვალოს.

"ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო და არ არის კანონით ასე, რომ პატიმრის ჩუქება შეიძლებოდეს. მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ ამ ადამიანის საქართველოშ ყოფნა არის მისთვის დამაზიანებელი და დამანგრეველი, ანუ მენტალურად ვერ იტანს საქართველოში ყოფნას, მით უმეტეს პატიმრის როლში. სამართალში ასეთი ცნება არ არსებობს, რომ ადამიანი თუ არ არის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი სხვა შემთხვევაში მისთვის საქართველოში მკურნალობაც კი მიუღებელია," - განაცხადა ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა