თეგებით ძიება

"ერთადერთი რაშიც არ გამოვახტეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის" - კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე საქართველოს და უკრაინის ურთიერთობაზე ისაუბრა.

"საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით. შესაბამისად, სინამდვილეში ერთადერთი რაშიც არ გამოვახტეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიაზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ", - აცხადებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა