თეგებით ძიება

40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები, მანამდე იყვნენ პრორუსული საქმის მკეთებლები - კობახიძე პოდოლიაკსა და გონჩარენკოზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე უკრაინელ პოლიტიკოსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ წარსულზე და მათ პატრიოტიზმშიც ეჭვი ეპარება.

"ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და საქმით. მაგალითად, პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ. ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებლები, დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები" ამბობს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა