თეგებით ძიება

“ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებენ, ზღვა ხალხი დადგება მის მხარდასაჭერად” - დავით მაღრაძე

პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში "იმედი LIVE“-ს ეთერში განაცხადა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებენ, მის მხარდასაჭერად ბევრი ხალხი გამოვა.

"საუბრები იყო ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ერთხელ დაასანქცირეს, ბანკი დაუყადაღეს და ა.შ. მაშინ მე მარტო მივედი ორი კამერით და ვთქვი, ხვალ რიგებს ვერ გააწვდენთ იმდენი ხალხი მოვა მის მხარდასაჭერად-თქო. ახლაც ნურავის ემუქრებიან სანქციებით. არავის ეშინია. დაასანქცირებენ? მერე რა? თვალს ვერ გააწვდენენ ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მან გაიღო, ეს იყო საკუთარი ოჯახის საფრთხეში ჩაგდება 2012 წელს. ამას ქართველი ხალხი არ დაუვიწყებს. იმ ვაჟკაცობას ყოველთვის დაინახავს და ყოველთვის მზად იქნება, რომ თუ ეს მოხდა, მხარდამჭერთა დიდი ზღვა დადგება”, - განაცხადა პოეტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა