თეგებით ძიება

"არ გადაჰყვათ ესე იგი არ არის გადასაყვანი" - "ოცნების“ დეპუტუტი მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, თუ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაჰყავთ, ნიშნავს რომ გადასაყვანი არაა.

"პენიტენციურმა სისტემამ თვითონ იცის რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ მსჯავრდადებულ პატიმართან დაკავშირებით. ყველა მსჯავრდადებული პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პენიტენციური სისტემის პასუხისმგებლობა, ისინი მოქმედებენ კანონისა და პროტოკოლის შესაბამისად და რაც არის სწორი, იმას აკეთებენ. არ გადაჰყვათ ესე იგი არ არის გადასაყვანი, გადაჰყავთ, ესე იგი გადასაყვანია, არ სჭირდება ამას კომისია", - თქვა დავითულიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა