თეგებით ძიება

"მისი მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული, საწოლიდან ვერ დგება" - ექიმი სააკაშვილზე

კომისიის წევრი ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნოვლად დამძიმდა.

"პაციენტი თუ ციხეში რაღაცას მაინც მიირთმევდა და მას ერგებოდა მეტნაკლებად , მას შეეძლო გადადგილება, ფეხზე დგომა, სწორი აზროვნება და ასე შემდეგ და იყო კომუნიკაბელური, დღეს სავარაუდოდ "ვივა მედში" გადაყვანიდან მე-13 თუ მე-14 სამუშაო დღეს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული, ის სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, ის არ არის მობილური, ვერ დგება საწოლიდან და უჭირს შესვლა კონტაქტში მნახველებთან.

7 თვის წინ ვთქვით, რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მოყვა არა თუ ადეკვატური, არამედ სრულიად არაადეკვატური ან ნულოვანი ქმედებები. თუ არ შეიცვლება ნება იმ სახელმწიფო უწყებებისა, რომლებსაც ევალება, რომ რაღაცა შეცვალონ, მე არ ვიცი ეს საით წაგვიყვანს", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა