თეგებით ძიება

პოლონეთში დაიღუპა ზუგდიდელი ბიჭი, რომელიც იქ ჩასულ ქართველებს ასაქმებდა

მორიგი ტრაგედია - 27 წლის ლაშა კალანდია პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, ის ვარშავაში სწავლობდა და შემდეგ მუშაობაც დაიწყო.

"5 წელზე მეტია იქ ცხოვრობს. კომპანია ჰქონდა, სადაც საქართველოდან წასულებს ასაქმებდა, სამუშაოზე ანაწილებდა. გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. არსებული ინფორმაციით, საჭეს სხვა მართავდა“, - განაცხადა მეზობელმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. გარდაცვლილს მშობლები და და-ძმა ჰყავს.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა