თეგებით ძიება
24. 05. 2022 ბიზნესი

ეძებთ ბედნიერებას, დაუვიწყარ გემოებსა და არომატებს? - თქვენ სწორ მისამართზე ხართ

საკვებისა და სასმელის მიღება ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, თუმცა არტიზანული კერძები და მათი მომზადება ცილდება ფიზიოლოგიურ საწყისებს და ის ხელოვნებასთან ზიარი ხდება.

გემოების სამყაროში მოგზაურობა დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელსაც კულინარიის ოსტატები გვთავაზობენ, რადგან თითოეულ კერძში ყოველი დეტალი მკაცრად არის განსაზღვრული.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ხელოვნური საკვები პროდუქტები მაცივრებისა და დახლების სულ უფრო მეტ წილს იკავებს, რთულია იპოვო ადგილი, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებთან ერთად, გთავაზობს კერძებს, რომლებიც საჭმელზე მეტია და განიჭებს ჰარმონიასა და ბედნიერებას.

სწორედ მომხმარებლების ბედნიერებას ისახავენ მიზნად არტიზანები - ადამიანები, რომლებიც ნატურალური პროდუქტების გამოყენებით და ტრადიციულ მეთოდებზე დაყრდნობით ქმნიან განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე კერძებს, რაც ხელოვნებასთანაა თანაზიარი.

ბევრი თუ ცოტა ძიების შემდეგ, მაღალხარისხიანი არტიზანული სახელოსნოს აღმოჩენა თბილისშიც არის შესაძლებელი. შოკოლატერია არტიზანი - ადგილი, სადაც უმაღლეს მომსახურებასთან ერთად, საკვების მიღება არის გართობა და დასვენება.

არტიზანული სახელოსნო საუკეთესო გემოს აღმოჩენის და მისი საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. შოკოლადი ხომ სწორედ ბედნიერებასა და სიყვარულთან ასოცირდება. შოკოლადის მირთმევისას ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები - ენდორფინები გამომუშავდება, რაც განყწობას ამაღლებს. გარდა ამისა, შოკოლადი ტვინის უკეთ მუშაობასაც უწყობს ხელს. ასე რომ, შოკოლატერია არტიზანი, განუმეორებელი და დაუვიწყარი გემოების შექმნასთან ერთად, კარგი განწყობის გარანტიაცაა.

საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, შოკოლადის და არა მხოლოდ შოკოლადის მოყვარულებს, მეგობრებს თუ საქმიან პარტნიორებს სთავაზობს არტიზანულ კერძებს და მყუდრო გარემოს, სადაც გატარებული თითოეული წუთი ბედნიერებასთან და წარმატებასთან ასოცირდება.

ერთ სივრცეში გაერთიანებული არტიზანული შოკოლატერია, მაღაზია და საცხობი თბილისში, ი. აბაშიძის N10-სა და ს. ცინცაძის N8-ში მდებარეობს.
მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ამ ლოკაციებზე პირადად სტუმრობას, შოკოლატერია არტიზანს ონლაინ შეკვეთისა და ადგილზე მიტანის მომსახურებაც აქვს და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე : 568 68 86 09 .


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა