თეგებით ძიება

"მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება" - ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი მისი საზღვარგარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობაა.

"აქ არის სამი პრობლემა, საჭმლის მიუღებლობა, კუნთების ატროფია და ამას კიდევ დაემატა ის ცვლილებები, რაც გამოიხატა MRT-ს გამოკვლევის შემდეგ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ზურგის ტვინის პრობლემები. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება, რადგან ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს ადრე თუ გვიან“, - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა