მარიუპოლში ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია - მერიის წარმომადგენელი
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა.
„რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია. მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რადგან ქალაქში ნებისმიერი გადაადგილებისთვის საჭიროა სპეციალური საშვი, ფილტრაციის სისტემა კი მოქალაქეებს ქალაქის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს,“ - აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მარიუპოლზე კონტროლი რამდენიმე დღის წინ მოიპოვეს.