თეგებით ძიება

დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს დებატებზე "ქართული ოცნებისგან" საზოგადოება მხოლოდ ცრუ ბრალდებებს მოისმენს.

"ქართული ოცნება" აგრძელებს ანტიდასავლურ ისტერიას. მათი მიზანია უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე, ამიტომ ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. სწორედ ამიტომ არის "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივით დღეს არის დებატები, სადაც მტკიცებულებებით ვისაუბრებთ და მათი მხრიდან მოვისმენთ ცრუ ბრალდებებს მტკიცებულებების გარეშე. დღეს თქვენ ნახავთ, როგორ მოვა ირაკლი კობახიძე, გამოვა სიტყვით და ბნელ ოთახში დაიჭერს კატას, იმის მიუხედავად, რომ კატა იქ არ არის,"- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე მზადყოფნას გამოთქვას, კობახიძის გამოწვევას უპასუხოს და ნებისმიერ ეთერში ჩამოუთვალოს, რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას და რა უნდა გააკეთოს დღეს, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა