თეგებით ძიება

"ხელისუფლება არც პროევროპულია, არც პროამერიკული, არც პრორუსული, ის პროთავისია" - გიორგი გახარია

ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უსაუბრა.


"მერწმუნეთ ვერავინ, ირაკლი კობახიძე კი არა მამაზეციერი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას. მიღებული კანდიდატის სტატუსი ჩვენ ევროპულ პერსპექტივას გვინარჩუნებს და შესაძლებლობას გვაძლევს, იმ ცუდი მდგომარეობიდან სადაც ვართ, გამოვიდეთ... კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება ნიშნავს იმას, რომ მეგობრებისგან მიტოვებული ქვეყანა, ერთი ერთზე დარჩენილი მტრის პირისპირ... მე ამის წარმოდგენა არც მინდა.

ერთი რამე მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ტრიუკებით თავს აარიდებს ამ პასუხისმგებლობას, არ გამოუვა. იმიტომ, რომ მე და დარწმუნებული ვარ უამრავ გონიერ ქართველს დღეს რა პროცესია და რა წყდება ქვეყნის უახლოეს ათწლეულებთან დაკავშირებით, კარგად ესმის.

ამიტომ, დღეს ყველაზე მეტად ჩვენი ემოციურობის მიუხედავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და დავეხმაროთ ყველას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. ხალხნო წარმოიდგინეთ ერთი რამ, უახლოეს პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს 10-15-20-30-40 წლის შემდეგ ეს ქვეყანა სად იქნება.

როდესაც ეს ომი დასრულდება, საქართველოსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება ისტორიის რომელ მხარეს იქნება, პროგრესულ, თანამედროვე, დემოკრატიულ მხარეს თუ ბნელ მხარეს. ამიტომ, ვისაც არ შეგვწევს უნარი ზიანი არ მივაყენოთ ქვეყანას ან ტვინი არ გვაქვს და კომპეტენცია არ გვყოფნის, უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ... 4 კვირა გავჩუმდეთ.

ჩვენი უბედურება რა არის? ჩვენი უბედურება არის ის, რომ პირველ რიგში „ქართული ოცნება“ პროქართული არ არის, მთელი პრობლემა არის იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის პროქართული. უფრო მეტსაც გეტყვით, დღევანდელი ხელისუფლება არც პროევროპულია, არც პროამერიკული, არც პრორუსული, ის პროთავისია“, - განაცხადაგიორგი გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა