თეგებით ძიება

"ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილი, ვაღებ ყველა კარს, რომელიც იღება" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა.

მისი თქმით, ის იყენებს ყველანაირ შესაძლებლობას თავისი შვილის გადასარჩენად.

"ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილი. ამ მიზნით დავდივარ ყველგან, ვაღებ ყველა კარს, რომელიც იღება, ველაპარაკები, ვუხსნი ვითარებას და ყველა შეხვედრიდან ყოველთვის კმაყოფილი გამოვდივარ. საქმე ის არის, რომ ამ ადამიანებმა საკმაოდ კარგად იციან რაც ხდება. ჩვენ ჩვენი მხრივ თუ შეგვიძლია რაიმე დამატებით ვაცნობოთ, ამას ვაკეთებთ. სულ ვარ მოლოდინში, ვნახოთ, რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი", - თქვა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა