თეგებით ძიება

"სამყაროს გადაფორმატება - რუსეთის უკრაინის კონფლიქტში შეყვანითა და ევროპის სრული მარგინალიზაციით, - ვერ აღწევს მიზანს" - დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას აანალიზებს:

"რამდენიმე ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც
უყურადღებოდ რჩება, არადა, ყველაფერი ერთი სტრატეგიის
სცენარია!
(ა) სულ ახლახან (ორიოდე დღის წინ), ტოკიოში იაპონიის პრემიერთან შეხვედრისას, აშშ-ს პრეზიდენტმა პირველად თქვა ის, რაც ადრე არასდროს თქმულა:
"აშშ მზად არის სამზედრო პასუხისათვის, თუ ჩინეთი გამოიყენებს ძალას ტაივანის წინააღმდეგ." მან შეახსენა ყველას, რომ აშშ-ს აქვს ვალდებულება ამ ორი კუნძულის მიმართ (ტაივანი, იაპონია).
"ჩვენი პოლიტიკა ტაივანის მიმართ სულაც არ შეცვლილა: ჩვენ კვლავ ვაპირებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში და თვალყური ვადევნოთ, რომ სტატუს-კვოს ცალმხრივი ცვლილება არ მოხდეს" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა!
ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია!
ჩინეთთან საომარი მოქმედება დაშვებულია და ეს სულაც
არ არის შემთხვევითი: ახალი ისაა, რომ აშშ-მ ვიომებთო, ანუ სამხედრო-ძალოვანი მხარდაჭერა იქნება და არა სამხედრო-პოლიტიკურიო!
ეს თავდაყირა აყენებს მდგომარეობას, და ეს იმ დროს მოხდა, როცა ბაიდენის მიერ შეცდომით წარმოთქმულ ფრაზებად ვერ აღიქმება. ღრმად გამიზნული სვლაა!
რატომ?!
რატომ მაინცდამაინც ახლა?!
ო რ ი მიზეზის გამო!
(1) უკრაინის კრიზისის სპონსორი - უზარმაზარი ფინანსური და სამხედრო დახმარების სპონსორი - აშშ არის, მაგრამ ამ კრიზისში იგი მოქმედებს ევროპის სრული მარგინალიზაციის საშუალებითაც! პლუს უსაშინელესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და, მიუხედავად ამისა,
უცებ ვერ მოხერხდა რუსების წელში გადატეხვა.
სამყაროს გადაფორმატება იმდაგვარად, რაც შვაბმა აღწერა თავის მონოგრაფიაში (2020), ამ გზით - ანუ რუსეთის უკრაინის კონფლიქტში შეყვანითა და ევროპის სრული მარგინალიზაციით, - ვერ აღწევს მიზანს და საეჭვოა, რომ ვეღარც მიაღწევს.
რუსებმა კიდევ ერთხელ შეცვალეს ტაქტიკა და სხვა რეჟიმზე გადავიდნენ - გრძელვადიან დაყოვნებებზე. მიზანი? სხვა მიმართულებით გააქტიურება აშშ-სა და დამატებითი რესურსების მობილიზაციისკენ იძულება!
(2) ჩინელები ძალას იკრებენ და გამოდიან სერიოზული და მძიმე მარცხიდან: კ რ ა ხ ი თ დასრულდა ჩინეთის უმთავრესი გეოეკონომიკური განვითარების კონცეფცია "დიადი აბრეშუმის გზა". ჩინელები ამას ღრმად განიცდიან, და სწორედ ამ დროს ამერიკელები ახდენენ მათზე ზეწოლას, რომ თავიდან აირიდონ ჩინეთის მიერ საკუთარი მომავლის ახალი ხედვის ჩამოყალიბება. და...
აშშ პრაქტიკულად დენის ჩინეთს იმ აზრისკენ, რომ მომავალი - ეს არის ტაივანის დამოუკიდებლობა.
სწორედ აქ ჩნდება დაძაბულობისა და შეჯახების ახალი დიდი კერა, მას უბრალოდ გაღვივება სჭირდება, რასაც აშშ აკეთებს კიდეც! ბაიდენის განცხადება ამ ჭრილში უნდა იქნას დანახული!
თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად სწორად თვლიან ამერიკელები! აშშ-ს არაერთ ადგილზე განუცდია მარცხი, მაგრამ ვერცერთი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც შეიძლება ტაივანის საკითხში განიცადოს. რისკები უზარმაზარია!
ამდენად, ო რ ი მთავარი კერა (ერთი დანთებული და მეორე გაღვივების სტადიაში) სახეზეა: უკრაინა და ტაივანი!
მაგრამ ესეც არასაკმარისია მიზნის მისაღწევად!
ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა შუა აზიის (ან უფრო ზუსტად, ცენტრალური აზიის აფეთქება). თუ ყაზახეთის საქმე ჩაიშალა, ახლა, 5 დღეა რაც ხდება მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში (ტაჯიკეთი), დიდი კონფლიქტის სათავე შეიძლება გახდეს!.. არავინ იცის, რა მოჰყვება ამას!
ვინ როგორ ჩაებმება!
ჩინელებმა უმკაცრესი გაფრთხილება გააკეთეს, და...
აშშ-ს მხედეველობაში ტაივანისთვის იარაღის მიწოდება ჰქონდაო თავდაცვისთვისო, განაცხადეს NBC-ზე.
მოკლედ, ყველაფერი ჩართულია ერთდროულად!
რაც ხდება - ურთიერთგადაჯაჭვულია!
ვფიქრობ, რომ ამერიკელები რისკებს ზრდიან საკუთარი მიზნების მიუღწევლობისა, ეს კი მათთვის ძალიან საშიშია და აშშ-ს მარცხი ამ სახით (და ეს დიდი ალბათობით ასე იქნება: თუ ყველაფერი აფეთქდა. მაშინ ეს მოწინააღმდეგეების კონსოლიდაციას მოახდენს!)) მისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება!
ამიტომაც, ამ ფონზე ძალიან ენერგიულად მიიწევს ხელისუფლებისკენ ბატონი ტრამპი და თუ შემოდგომაზე რესპუბლიკელებმა აიღეს კონტროლი სენატზე და კონგრესზე, უკრაინელებსა და ბევრ სხვა მარგინალიზებულ სახელმწიფოს კრახი ხელში უჭირავთ!
დიდი თამაში ისე ხურდება, დიდ ცვლილებებს გამოიწვევს! ეს აშკარაა!", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა