თეგებით ძიება

"გთხოვთ, დამეხმაროთ მოძებნაში" - ქართველი კაცი, რომელიც პოლონეთში გაფრინდა, გაუჩინარდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარი ქვარაია საქართველოს შსს-სა და საგარეო უწყებას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მეუღლე, რომელიც პოლონეთში 19 მაისს გაემგზავრა, გაუჩინადრა.

"ვეძებ მეუღლეს, გიორგი ჯიქიას, 19-მაისს ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა ვარშავა-შოპენის მიმართულებით. დღეს უკვე მე-7 დღეა და არ გამოსულა კავშირზე. პოლონეთის საკონსულო გვეუბნება, რომ ამ სახელი და გვარის პიროვნება პოლონეთის არც ერთ უწყებაში არ არის დაკავებული. არ არის სადეპორტო განყოფილებაში, არც სასაზღვრო პოლიციაში. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გავაკეთეთ განაცხადი..... უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ ამ პიროვნების მოძებნაში!", - წერს მარი ქვარაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა