თეგებით ძიება
31. 05. 2022 COVID - 19

კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.

23-29 მაისის პერიოდში კოვიდ 19-ის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, ხოლო ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 657 729-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 640 288 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 828 პაციენტი ემსხვერპლა.

✔️ სულ ჩატარდა - 104 996 ტესტი

✔️ უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

✔️ 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.55%



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა