რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ფარულად უჭერდა მხარს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც გასულ წელს რელიგიის თავისუფლების სავარაუდო შეზღუდვების ფაქტებია აღწერილი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია 2021 წელს ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო ლოქდაუნის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა. დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ იაჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხი. ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
ანგარიში ვკითხულობთ, რომ როგორც ქართული, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებად აღიარებენ. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხვდა თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც. "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღირსების მარში თბილისში გაუქმდა, როდესაც ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებს და ოფისებს " , – ნათქვამია ანგარიშში.