"სურვილი არის ამ პროცესის გაჭიანურების, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს" - გიული ალასანია სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, "ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა გააჭინაუროს.
"სურვილი არის ამ პროცესის გაჭიანურების, ეს ხომ ჩვენთვის უკვე დიდი ხანია ნათელია, მაგრამ ეს არ არის სწორი გზა. ჩვენ ამის დრო არ გვაქვს“. - ამბობს გიული ალასანია.