"საქართველოში "ომიკრონის" აფეთქება დაიწყო!" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპრტი, გიორგი ფხაკაძე ქართველ მედიკოსებს აკრიტიკებს პოლიტიკაში ჩართვის გამო და წერს, რომ საქართველოში კოვიდაფეთქება დაიწყო.
"საქართველოში ჩემს კოლეგებს ავიწყდებათ, რომ ისინი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთონ! პოლიტიკოსები გამოგიყენებენ და შემდეგ ნახმარი ხელსახოცივით ნაგვის ყუთში გადაგაგდებენ და თუ პოლიტიკაში მიდიხართ (ამის არაერთი მაგალითი გვაქვს), მაშინ მთლიანად პოლიტიკაზე გადაერთეთ და ფსევდო “მეცნიერულ” "გაპრავებებს" თავი დაანებეთ! ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
როგორც არაერთხელ გაფრთხილებდით, საქართველოში კოვიდის ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების აფეთქება დაიწყო და ეს არ არის “სეზონური რესპირატორი ვირუსის” აფეთქება! ბოდიშიდა რას “ბოდავთ” რა! ხულოელმა ბებო მარომაც კი იცის, რომ რესპირატორული “სეზონური” გრიპი იწყება მაშინ, როცა გარეთ ცივა და ხალხი დახურულ სივრცეშია ანუ იწყება ოქტომბერ/ნოემბერში! ახლა რა თვეა?! შეგახსენებთ, ივნისი! რას აბოლებთ ამ ხალხს, ისედაც დაბოლილია მთელი მოსახლეობა, ეს ბოლო 20 წელია…..
შეგახსენებთ, რომ ანტიგენ კოვიდ ტესტების პასუხი არც ისე სანდოა და დაახლოებით მხოლოდ 30-40%-ში იძლევა სწორ პასუხს, ისიც მაშინ, თუ პაციენტი ტესტს ინფიცირებიდან პირველ 3 დღეში გაიკეთებს! საქართველოში შემოტანილი ტესტების ხარისხზე უკვე აღარ ვისაუბრებთ… თავად იცით… პსრ ტესტებს რაც შეეხება, ეს უფრო უკეთესია და აქაც სწორი პასუხი დაახლოებით მხოლოდ 60%-ის ფარგლებშია! ანუ, თუ ადამიანს აქვს კოვიდის ნიშნები, პსრ ტესტის გაკეთება აუცილებელია. ეს ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება.
ბოლო 2 კვირაში არაერთი ათეული ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ჰქონდა კოვიდის ნიშნები, ანუ “ქართული სეზონური გრიპი” და მათ სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ ტესტები გაუკეთეს!ეს არასწორია და მიუღებელია დღევანდელ მდგომარეობაში.
სირაქლემის პოზიციაში ყოფნა გამოსავალი არ არის! ის, რომ არ ილაპარაკო კოვიდზე, არ გააკეთო კოვიდტესტი და მოსყიდული საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გაავრცელო ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ კოვიდშეზღუდვები მოხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდი სადმე წავიდა. ის აქ არის!
ცნობისთვის, საფრანგეთში დღეისათვის დღეში 35 000, ხოლო გერმანიაში 50,000 ადამიანი ინფიცირდება კოვიდით და პორტუგალია განიხილავს დამატებითი ზომების მიღებას!
ეს ყველაფერი რისი ბრალია, იცით?! პოლიტიკოსები რომ ერევიან მეცნიერებაში და ეს ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას!
P.S. აბა, წავიდა ლანძღვა-გინება…..
ცნობისატვის, ქვემოთმოყვანილ ნიუსში ნახსენებ ქალბატონს არ ვიცნობ.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze