თეგებით ძიება

ბრატისლავასი, ირაკლი ღარიბაშვილს ლექსო ლაშქარავას საქმეზე კითხეს

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზემყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა ჰკითხა.


"თქვენ იკითხეთ, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეს [EU წევრობის კანდიდატის] სტატუსი? ჩემი კითხვა შეეხება წინა წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი [ლექსო ლაშქარავა] თბილისის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ დროს მოკლეს, მაშინ როდესაც მას თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენე პირები. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ხელისუფლება იგივე შეცდომა დაუშვებს წელსაც თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?" – ჰკითხა ფორუმის მონაწილემ ღარიბაშვილს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ღარიბაშვილმა პასუხი იმით დაიწყო, რომ 2014 წელს საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მისივე თქმით, ამ საკითხთან [ლგბტქი ადამიანებს უფლებები] დაკავშირებული პრობლემები EU წევრ ქვეყნებშიც არსებობს.

„და გულწრფელად გითხრათ, ეს არ არის პრობლემა…. და რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანაში, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში – არის პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით…”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას საქმეს. ღარიბაშვილმა განაცხადა:

“მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია – ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს, არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ – პოლიციამ პასუხისგებაში მისცა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი დააკავეს. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე. მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სხვა. და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში იცავს ყველა მოქალაქეს,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივნისს, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა